5 ნიშანი იმისა,რომ ბრმა ნაწლავის დანამატი გასკდომის პირასაა

0
აპენდიციტი ეს არის ბრმა ნაწლავის ჭიაყელა დანამატის ანთება. ის იწვევს ტკივილს მუცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში. უმეტეს შემთხვევაში ტკივილი ჭიპის მიდამოდან იწყება. ანთებითი პროცესების გაუარესებასთან ერთად უარესდება ტკივილიც. აპენდიციტი ხშირია 10 დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. აპენდიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 1. ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში, რომელიც ჭიპის მიდამოდან იწყება 2. ტკივილი უარესდება სიარულისას, ხველებისას 3. დამახასიათებელია გულისრევა 4. მადის დაქვეითება 5. ტემპერატურის მცირედი მომატება, მდგომარეობის დამძიმებასთან ერთად ტემპერატურაც მატულობს. 6. აღინიშნება ყაბზობა ან დიარეა 7. დამახასიათებელია შებერილობა იმ შემტხვევაში თუ ტკივილი გახდა გაუსაძლისი, აუტანლად ძლიერდება სიარულისას და ხველებისას, თუ გაგიხშირდათ შარდვა, მოიმატა ტემპერატურამ და გაციებთ, თუ გონება გებინდებათ ე.ი თქვენი აპენდიქსი გასკდომის პირასაა და აუცილებლად უნდა მოიძიოთ სამედიცინო დახმარება.
0