შემოდგომის ერთა თასზე საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შემოდგომის ერთა თასზე საქართველომ ბოლო მერვე ადგილი დაიკავა. მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში 'ბორჯღალოსნები' ფიჯის ეროვნულ გუნდთან 24-38 დამარცხდნენ. მატჩი ედინბურგში 'მარიფელდზე' გაიმართა. საქართველოს ნაკრებიდან 2 ლელო საღინაძემ დადო ერთი კი მელიკიძემ. ერთი ჯარიმიდან და 3 გარდასახვიდან მოპოვებული 9 ქულა კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.