კომპანია "გაზპრომის" თანამშრომლებს უკრაინაში დაჭრილთა დასახმარებლად თანხების გაღებას აიძულებენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომის" ერთ-ერთი რეგიონული განყოფილება დაცვის თანამშრომლებს ავალდებულებს გადარიცხონ 1000 რუსული რუბლი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური ოპერაციის დროს" დაჭრილთა დასახმარებლად, ვინაიდან "ადგილობრივ საავადმყოფოებში კატასტროფულად არ ჰყოფნით მედიკამენტები", - ნათქვამია "გაზპრომის" რესპუბლიკა სახას (იაკუტია) ერთ-ერთი განყოფილების დაცვის თანამშრომელთა "ვოთსაფის" ჩათში, რომლის სკინშოთიც" რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოიპოვა.
რადიო თავისუფლების იმ წყაროს ცნობით, რომელმაც სქრინშოთი რედაქციას გაუგზავნა, ჩათში დაახლოებით დაცვის 100 თანამშრომელია გაერთიანებული. მისი სიტყვებით, მსგავსი ჩათი დაცვის სხვა რაზმებსაც აქვთ . "ადრე თანხების შეგროვება ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ მუდმივ საფუძველზე. ახლა კი იგი ნებაყოფლობით-იძულებული გახდა", - აღნიშნა წყარომ, რომელმაც უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.
"გაზპრომის" შორეული აღმოსავლეთის რეგიონთაშორის დაცვის სამმართველოში (ДВМУО) რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ზარს არ უპასუხეს. იგივე განმეორდა ამ ორგანიზაციის პროფკავშირისგანაც. მაგრამ აღნიშნული პროფკავშირის ტელეგრამის არხში აღნიშნულია, რომ მისმა წევრებმა უკვე შეაგროვეს ფული უკრაინაში დაჭრილი და მკურნალობის პროცესში მყოფი რუსი ჯარისკაცების დასახმარებლად. ასეთი აქციების შედეგად მარტში, მაისსა და ივნისში ნახევარმილიონ რუბლზე მეტი შეგროვდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32041092.html
Source: radiotavisupleba.ge