ნარაზენში სახლი დაიწვა.
Zugdidi Daily
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ორსართულიანი სახლი დაიწვა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დროულად
მოვიდნენ, თუმცა სახლი უკვე დამწვარი იყო.
საცხოვრებლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ნარაზენში დამწვარი სახლი სხულუხიების ოჯახს ეკუთვნის, ისინი დროებით თბილისში, ქირით ცხოვრობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
#ზუგდიდი #ნარაზენი #ხანძარი #სახანძროსამაშველობრიგადები #თბილისი #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com