მოლაპარაკებებზე მმართველი პარტია მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა - ირაკლი კობახიძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ვიცით, რომ არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი. ეს არის ძირითადად გამოხატული, თუ არ ვცდები სამ პარტიაში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“. ეს არის სამი მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტია, სხვა პარტიებს ჰქონდათ მეტნაკლებად დაბალანსებული, კონსტრუქციული პოზიციები თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სამი პოლიტიკური პარტია და „გირჩი მეტი თავისუფლება“ არიან ისინი,რომელთაც არაფერი სცხიათ თავისუფლების, ეს შემიძლია გითხრათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 'როდესაც მოლაპარაკებები წარმოებს აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში გავარკვიოთ მტყუან-მართალი ზოგადად და ვნახოთ, რა ოპოზიციასთან გვაქვს ჩვენ საქმე და რა ხელისუფლებასთან. სად არიან კრიმინალები და სად არ არიან კრიმინალები, სად არიან მოღალატეები და სად არ არიან მოღალატეები, სად არიანდესტრუქციულებიდა სად არიან კონსტრუქციულები, ეს უნდა გავარკვიოთ პირველ რიგში და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი იქნება იმის გათვლა, თუ ვისი თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა. ეს იყო რა თქმა უნდა სააკაშვილის და მისი თანამზრახველის ინტერესში. თუ დააკვირდით ბატონდანიელსონსაცწინასწარ ჰქონდა დაწერილი დოკუმენტი და ეს არ იქნებოდა ბუნებრივია ერთი დოკუმენტი, მას სავარაუდოდ ჰქონდა ერთზე მეტი დოკუმენტი, ასე ხდება ხოლმე ეს როდესაც სისტემურად მუშაობს ადამიანი. ჩვენც გვქონდა ბუნებრივია სხვადასხვა ვარიანტი და აქ კორექტივების შეტანაც მოგვიწია ვიდრე ჩამოვიდოდით, ეს არის ვარიანტი, რომელიც გამომდინარეობდა იქიდან, რომ შეთანხმება არ შედგა“, - განაცხადა კობახიძემ. 'ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებებზე მმართველი პარტია მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა. ,,მიუხედავადიმისა, რომ წავედით ასეთ კომპრომისზე, წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვანკომპრომისზეასაუბარი, როდესაც ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით მელიას თემაზე. ეს არის სერიოზული კომპრომისი, არც ამას გაუწიეს ანგარიში. არც იმას გაუწიეს ანგარიში, რას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორები, ვერც იმას მიხვდნენ, რატომ ამოიღოდანიელსონმაჩანაწერი არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არ აინტერესებთ არაფერი, რატომ? იმიტომ, რომ დირექტივებს და ინსტრუქციებს იღებენ კიევიდან და კიევიდან ვინც იძლევა ამ ინსტრუქციებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ჩაიშალოს ყველანაირი მოლაპარაკება ამ ქვეყანაში.''-განაცხადა კობახიძემ. მან ასევე განმარტა, რომგავაგრძელებენმუშაობას იმ დღის წესრიგით რომელიც არის საინტერესო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ,,საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ, ვართ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაქსიმალურად დამთმობი იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც აქვს ბუნებრივია სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლიანობის პრინციპს, ბუნებრივია ასე გაგრძელდება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.