„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ''ქართული მარშის'' წევრები ჩავიდნენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„ქართული მარშის'' წევრები სოფელ გუმათშიჩავიდნენ და„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას შეუერთდნენ.
ისინი ''რიონის ხეობის მცველებს'' სოლიდარობას უცხადებს. ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას არ უნდა შეეწინააღმდეგოს.
მარშის წევრების თქმით, მათი წარმომადგენლები ადგილზეც დარჩებიან და აქციის მონაწილეებს მხარს დაუჭერენ, როგორც რიგითი ქართველები.
სოფელ გუმათში ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. მათ სოფელ გუმათიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა რკინის ბარიკადებით აქვთ გადაკეტილი.