ქვეყანაში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დღეს გამოჯანმრთელდა 2539 ადამიანი, გარდაიცვალა 37. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2797 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5662.