გიორგი რურუა: იარაღს ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია

Tbilisi Daily

იარაღს ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია და არც ჩემს შარვალს ჰქონდა მეტალიზაციის კვალი, ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე, გიორგი რურუამ განაცხადა. „ბატონო მოსამართლე, თუ არ შევცდი, ბრალდების მხარემ, როდესაც მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გაამახვილა ყურადღება, თქვა რომ თურმე იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია და არც შარვალზე არ იყო მეტალიზაციის კვალი "- განაცხადა პროცესზე გიორგი რურუამ. დღევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. მანამდე, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. #news #სასამართლო #გიორგირურუა #tbilisidaily #dailynews