დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები აჭარაში?
Batumi Daily
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
მისივე თქმით დღეს ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იმსჯელეს. "კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან საკმაოდ კარგად მუშაობს ეს შეზღუდვები, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტას" -
განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა არის ასეთი, რომ არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები.
ამირან გამყრელიძის თქმით, "სლოგანი, რასაც ახლა ვიყენებთ, არის, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება, რადგან ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები. ყველაზე ბევრი შემთხვევაა ამერიკაში, მაგრამ ის ჩაკეტილი არ არის. არის შემთხვევების ზრდა, მაგრამ საბაზისო ეკონომიკური მიმართულებები ფუნქციონირებს, ანუ ვსწავლობთ თანაცხოვრებას. პოლიტიკა არის ასეთი, არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები“, – აღნიშნა მან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ამირან გამყრელიძე
#batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭაარაში #კორონავირუსი #აჭარა #ბათუმი