ზუგდიდში ყინულის სახლის დემონტაჟი დაიწყო.

Zugdidi Daily

ზუგდიდში გუშინ ყინულის სახლის დემონტაჟი დაიწყო. დემონტაჟის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი” ახორციელებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დემონტაჟისთვის 214 677 ლარია გამოყოფილი. ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე ყინულის სახლის მოწყობისთვის პროექტირების ხარჯთაღრიცხვა უნდა წარმოადგინოს შპს “ვეგა პლიუსმა”, რომელსაც ზუგდიდის მერიამ 74999,62 ლარი უნდა გადაუხადოს. ყინულის სახლის ტერიტორია 2019 წელს ზუგდიდის მერიამ 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად გაყიდა და მისი მფლობელი m2 გახდა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე 8 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, სწორად ამის გამო მათ 80 ნომრიანი ბრენდული სასტუმროს აშენება. #ზუგდიდი #ყინულისსახლი #დემონტაჟი #ვეგაპლისუი #ტერმინალი #m2 #zugdididaily