ესპანეთში ხანძრის გამო 3 100-მდე ადამიანი ევაკუირებულია

Tbilisi Daily

ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში ხანძარია. ხანძრის გამო საჭირო გახდა 3 100-მდე ადამიანის ევაკუაცია. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, დამწვარია სულ მცირე 100 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია. ამჟამად ხანძრის ჩასაქრობად 1 500-მდე მეხანძრე მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ექვსი ვერტმფრენი და რვა თვითმფრინავი.