"ბაია "ბილაინში" მუშაობდა, საიდანაც წამოსვლას აპირებდა"

Tbilisi Daily

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, "დე­და­ე­ნის ბაღ­ში" მდე­ბა­რე "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი -გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვილი გა­უ­ჩი­ნარ­და. 2-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მტკვარ­ში, ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას­თან ახ­ლოს იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი დი­ლი­დან ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი წყლის სკა­ნი­რე­ბის აპა­რა­ტით წყლის ფსკერს და დღის 2 სა­ათ­ზე ჯერ გო­გო­ნას ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ ბი­ჭის. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის და გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ამ დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ად­გე­ნენ. მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ახ­ლობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კი­თხვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. და­კი­თხვის შემ­დეგ, მათ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თეს. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ახ­ლო­ბელ­მა kvirispalitra.ge - სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ცხედ­რებს ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ამი­ტომ ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი უბე­დურ შემ­თხვე­ვას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, ბაია და­ბა­ლი მო­ა­ჯი­რი­დან მტკვარ­ში გა­და­ვარ­და და შემ­დეგ, მისი გა­დარ­ჩე­ნა გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძემ სცა­და.ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან თერ­ჯო­ლა­ში, სო­ფელ ეწერ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, ხოლო გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში მი­ას­ვე­ნეს. ბაია წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია, ქუ­თა­ის­ში აქვთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ბოლო წლე­ბი მისი დე­დაც თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და ოჯახს თურ­მე გლ­დან­ში, ახა­ლი ნა­ყი­დი ჰქონ­და ბინა.