გორში, ნასვამმა მამაკაცმა პოლიციელს შუა თითი უჩვენა

Gori Daily

გორში, 51 წლის ზ.თ-ს სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. სასამართლომ განმარტა, რომ ნასვამმა ზ.თ-მ ხელის ჟესტიკულაციით პოლიციის თანამშრომლები შეურაცხყო. თავად ზ.თ ამბობს, რომ ნასვამი მდგომარეობის გამო ფაქტს ვერ იხსენებს. საბოლოოდ, ზ.თ სასამართლომ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დამრღვევად მიიჩნია და მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. #პოლიცია #ახალიამბები #შიდაქართლი #goridaily