საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 529 ახალი შემთხვევაგამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განვალობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 2,15% ბოლო 14 დღის - 1,8%, ბოლო შვიდი დღის - 1,73%.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 646 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14 659, „პისიარ“ ტესტით - 9 987.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 281 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 30, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
კარანტინის რეჟიმშია 231, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 756 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი.