კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ცნობილია ინფიცირების წყარო
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139489
ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ეს ადამიანები 14 მარტს შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ოჯახური შემთხვევაა. საბედნიეროდ, გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ისინი ნამყოფი არიან საზღვარგარეთ, 11 მარტს ჩამოვიდნენ და თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში და ვიცით, საიდან არის წყარო. ასევე, ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ისინი საბედნიეროდ, კარგად არიან. სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება, ამ შემთხვევაშიც, მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. მათ შორის არის არასრუწლოვანი, 15 წლის. რამდენიმე ქვეყნის გავლით ისინი მოგზაურობდნენ და რამდენიმე აეროპორტიც გამოიარეს“, – განაცხადა კახა იშხნელმა.