ნინო ნიჟარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია
Tbilisi Daily
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება. პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაალ მიქელაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. ნინო ნიჟარაძე მინისტრის პირველი მოადგილე იყო. დღეს ის მთავრობის სხდომას უკვე ახალი სტატუსით ესწრებოდა. ნინო ნიჟარაძე 2012-2017 წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი ცენტრის ხელმძღვანელი. 2018 წლიდან იგი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა.
#ახალიამბები