გახარიას განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს
Pirveliradio Ge
უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლი – 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების“, – განაცხადა გახარიამ.