ამერიკული კომპანია Moderna მარეგულირებლისგან COVID-19-ის ვაქცინაზე საგანგებო ნებართვას ითხოვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ამერიკულმა ფირმა Moderna-მ აშშ-ის მარეგულირებელ უწყებას მიმართა თხოვნით, რათა საგანგებო ნებართვა გასცეს მის მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინის გამოყენებაზე იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის იზრდება კორონავირუსით დაავადების შემთხვევები. ასეთი განაცხადი 30 ნოემბერს გაეგზავნა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA). როგორც კომპანია Moderna-ს გენერალური დირექტორი, სტეფან ბანცელი აცხადებს, თუ FDA დაადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას, მაშინ მისი ორი დოზიდან პირველი მილიონობით ამერიკელს უკვე მომავალი თვის შუა პერიოდში შეიძლება გაუკეთონ. კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94,1 პროცენტია. გასულ კვირაში ასეთივე ნებართვა ითხოვეს ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა, და მათი ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში 10 დეკემბრიდან რამდენიმე დღეში დამტკიცდეს გამოსაყენებლად. კორონავირუსით აშშ-ში 13,5 მილიონი ადამიანი დაინფიცრდა. ვირუსმა იმსხვერპლა 268 000 პაციენტი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30977931.html #ახალი_ამბები #twitter