რა ჩვენება მისცა ლევან თოფაძემ გამოძიებას

Tbilisi Daily

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გა­მო­კი­თხვა დას­რულ­და. რო­გორც თო­ფა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ან­თა­ძე აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ და­უ­ნა­ხავს, ბუსა ჟვა­ნი­ას დანა, ან მსგავ­სი სა­გა­ნი ჰქონ­და თუ არა. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა ბუსა ჟვა­ნი­ა­სა და ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ მოხ­და, ვი­ნა­ი­დან, ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. "ლე­ვან თო­ფა­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელს იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რისი შემ­სწრეც და სამ­წუ­ხა­როდ მო­ნა­წი­ლეც იყო. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ბუსა ჟვა­ნი­ას­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თუმ­ცა, ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ დანა, ან რამე მსგავ­სი სა­გა­ნი მას არ და­უ­ნა­ხავს. შეხ­ლა-შე­მოხ­ლის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა და ამის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტა, ბუსა ჟვა­ნი­ას­თან მხო­ლოდ ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და, გა­მარ­ჯო­ბით იც­ნობ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­დე­გად მოხ­და, ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ტე­ლე­ფონ­ზე არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რის შე­სა­ხებ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ, ეს იყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­თა­ძემ.ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია. დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც. ბუსა ჟვა­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.