Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 $ 3.03 ლარი ღირს
Tbilisi Daily
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გამყარდა. ვაჭრობა დოლართან მიმართებით 3.07-ის კურსში დაიწყო და გასული რამდენიმე საათის განმავლობაში ის 4 თეთრით გამყარდა, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 3.03 ლარს შეადგენს და ეს სავარაუდოდ ხვალინდელ ოფიციალურ კურსზეც აისახება.
ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით, გამყარება 30 მაისიდან დაიწყო. მაშინ 1 დოლარის ღირებულება 3,18 ლარი იყო, 3 ივნისის მონაცემებით კი 1 აშშ დოლარი 3,07 ლარი ღირს.
ორ დღეში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 10 თეთრით გამყარდა.
მსოფლიოში პანდემიის პირობებში ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა. დოლარი ყველაზე ძვირი 27 მარტს ღირდა - 3 ლარი და 48 თეთრი.
news
ლარი გამყარება
Bloomberg
TbilisDaily