ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა
Batumi Daily
17 სექტემბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მინისტრი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკარანტინე სივრცეებში პაციენტების გამოჯანმრთელების დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
„ამ ეტაპისთვის კოვიდ -კლინიკების დატვირთულობა 50%ს შეადგენს. პაციენტების გამოჯანმრთლების დადებითი დინამიკა შეინიშნება საკარანტინე სივრცეებშიც . აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გარკვეული დაკვირვება ჯერ კიდევ გვესაჭიროება“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
#batumidaily