რა ზომები მიიღო გორის მერიამ ქვეწარმავლებისგან თავდასაცავად?

Gori Daily

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩაზე საცხოვრებელის კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ბუჩქნარისგან გაიწმინდა. მოსახლეობა აღნიშნული ადგილის გაწმენდას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. მათი თქმით გაუვალი ბუჩქნარის გამო, მომრავლებული იყო ქვეწარმავლები. ინფორმაციისთვის, ორი კვირის წინ მოსახლეობამ ამ ადგილას გველი შენიშნა და დასახმარებლად მედიას მიმართა. საკითხის გაშუქების შემდეგ კი ადგილზე სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ და საჭირო ზომები გაატარეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #goridaily #ახალიამბები