ქართული მოსმენის კულტურა და როგორ დავეხმაროთ მეგობარ არტისტებს გასაჭირში

1
რომელი პლატფორმა არის თქვენი არჩევანი, როდესაც კონკრეტული მუსიკის მოსმენა გსურთ?
რთული წარმოსადგენია, საქართველოში მედია ფაილების მოხმარებაში Youtube-ს (Google) რომელიმე პლატფორმა რომ შეეჯიბროს. როგორც ვიდეო, ისე აუდიო კონტენტში პლატფორმა პირველობას არ თმობს. მეორე ადგილი ამაყად უჭირავს ელექტრონული მუსიკის არტისტების ერთ-ერთ უსაყვარლეს, უფასო პლატფორმას - Soundcloud-ს. მაგრამ დრო იცვლება, ასევე ინდუსტრიაც. რამდენიმე წლის წინ თუ გვეტყოდით, რომ მუსიკას ჩამოტვირთვის გარეშე "სტრიმინგით" (streaming) მოვუსმენდით, საკმაოდ დაუჯერებელ ფაქტად აღვიქვამდით. მაგრამ ასე არ ფიქრობდა Spotify-ს დამფუძნებელი დანიელ ეკი, რომლის პლატფორმას დღეს 286 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს თვეში და აქედან 124 პრემიუმ პაკეტით სარგებლობს. პლატფორმა კი დღეს მუსიკის ინდუსტრიის მაგნატია, რომელიც მსოფლიოში 89 ქვეყანაში ფუნქციონირებს და მათ რიცხვში საქართველო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პირატული კულტურა იმაზე მეტად გავრცელებული და მისაღებია, ვიდრე ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ნორმატივებს შეესაბამება.
საქართველოში მოქმედებს მსოფლიოში სიდიდით მეორე ლიცენზირებული მუსიკის სტრიმინგ სერვისი - Apple Music. მაგრამ მისი მომხმარებლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. რატომღაც ყველა სპოტიფაის ოფიციალურ შემოსვლას ველოდებით. რატომ ვსაუბრობ ამ პლატფორმებზე? რადგან მსოფლიოში არტისტთა შემოსავლის დაახლოებით 20% მუსიკის ლეგალური გაყიდვიდან მოდის. საქართველოში ეს კულტურა არ გვაქვს. გვიყვარს არტისტები, მაგრამ ძმაო ფული მუსიკაში რა პონტში უნდა გადავიხადო? ან შემოვიდეს სპოტიფაი და ბაზარი არაა, პრემიუმ ექაუნთსაც ვიყიდი და დავაფოლოვებ ყველა ქართველ არტისტს. მოკლედ უამრავი თავის გამართლება და შემდეგ პირატულად გადმოწერილი (ანუ მოპარული) მუსიკის მოსმენა. მგონი ნელ-ნელა მსოფლიო კულტურასაც უნდა ავყვეთ.
თუ გვაქვს პრეტენზიები, რომ ქართველი არტისტები ვერ გვთავაზობენ უმაღლეს ხარისხს, ჩვენც ცოტათი მაინც მართლები უნდა ვიყოთ მათთან. დავეხმაროთ მათ იმაში, რომ მთელი თავისი დრო დაუთმონ მუსიკას და გახდეს ეს საქმიანობა ანაზღაურებადი პროფესია. პ.ს. კოვიდ-პანდემიის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენს მეგობარ ქართველ არტისტებს ძალიან სჭირდებათ თქვენი გვერდში დგომა. დასახმარებლად გთხოვთ ჩარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე
#GE69TB7238336020100003
ან ეწვიოთ ბმულს:
1