ვეწევი

0
ვეწევი იმედს, ჩემსას, შენსას ჩვენსას ვეწევი... ვეწევი გრძნობებს, უარყოფილს გაუმხელელს სევდას ვეწევი. ვეწევი ხელებს თმებში წამით მეტხანს ჩატოვებულს, სიზმრებს ვეწევი. ვეწევი სითბოს გამხელილს, ნაბოძებს, ჩემსას ვეწევი. ვეწევი ცოდვებს ვერ გათვლილს, გამიზნულს სინანულს ვეწევი. ვეწევი სიტყვებს ნაჩქარევს, თუნდაც დაყოვნებულს სიმხდალეს ვეწევი. ვეწევი შიშს დაკარგვის, წყენის ღელვას ვეწევი. ვეწევი ნაბიჯს გადადგმულს, გადათქმულს სიბეცეს ვეწევი. ვეწევი სიკეთეს დამსახურებულს უეცარს, სულაც რაც მინდა ვეწევი. ვეწევი სიგარეტს თუთუნს, შვებას ბოლოს ვეწევი.
##სიგარეტი
##მოწევა
##მარტოობა
##წერილები
##ლექსები
##ვინდაეძებსვინდაწერა
##კარანტინი
##პანდემია
##სიყვარული
##პოეზია
0