პირველი საზავო ხელშეკრულება
ისტორიაში ცნობილი თითოეული კონფლიქტიკი მთავრდებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებით, რა თქმა უნდა, წინაპირობა არსებობდა და თითოეულ მხარეს უწევდა გარკვეულ დათმოაზე წასვლა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზავის შედეგად რჩებოდა მეტად მოგებული მხარე და პირიქით.
მსოფლიო ისტორიაში პირველი ხელშერულება ცნობილია კადეშის ზავის სახელით.ის მსოფლიოში არსებული პირველი სამშვიდობო ხელშეკრულებაა, რომელიც ხეთების მეფე ხეთულეს III-სა და ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-ს შორის.ძვ.წ 1274 წელს დღევანდელი სირიის ტერირორიაზე გამართულ ბრძოლას გამარჯვებული მხარე არ ჰყოლია, თუმცა მთვარი გამარჯვება სწორედ ისაა, რომ ჯერ კიდევ ძვ.წ.მეცამეტე საუკუნეში ადამიანს გაუჩნა სურვილი დაპირისპირება მშვიდობიანი გზით დაესრულებინა.
ფოტო მასალა- https://www.memphis.edu/hypostyle/links-and-ref/glossary.php ომი,რომელიც დღემდე ინარჩუნებს ბერძნული მითოლოგიის არბიტრის სახელს
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა , რომელიც ძვ.წ მეცამეტე საუკუნეს მახსენებს, ტროას/ტროის(ორივე ფორმა მართებულია, შესაბამისად, მკითხველს შეუძლია მოიხსენიოს ისე, როგორც სურს) ომია.ეს არის ომი, რომელიც ბერძნულ მითოლოგიაში საპატიო ადგილს იკავებს, მისი აღწერა ასახულია პოემათა პლეადაში, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ორმა მათგანმა მოაღწია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“."ილიადა "აღწერს ბრძოლის დასკვნით მონაკვეთს, ხოლო „ ოდისეა“ ბერძენი ლიდერის-ოდისევსის შინ დაბრუნების ისტორიას. ტოროას ომი დღემდე მითოლოგიურ ომად მიიჩნევა, ძველი ბერძნებინს თქმით , ომი უნდა მომხდარიყო დღევანდელი დარდანელის სრუტის მიდამოებში.თანამედროვე სამყაროში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ტროას ომის რეალობასთნ შესაბამისობას დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ჰაინრიხ შლიმანის მიერ წარმოებულ გათხრებს, რის შემდეგაც მცირე მინიშნებები აღმოაჩინეს.
ფოტო მასალა- http://www.reading.ge/ka/books-by-level/341-dakarguli-qalaqebi შიდა დაპირისპირება,რომელსაც გამარჯვებული მხარე არ ჰყავდა
„ომი გამარჯვების გარეშე“ სწორედ ასე უწოდებენ პელოპონესის ომს, რომელიც ძვ.წ 431 წელს ათენსა და სპარტას შორის დაიწყო, უფრო კონკრეტულად მათ გარშემო დაჯგუფებულ პოლისებს-დელოსსა და პელოპონესის კავშირებს შორის.ომის მიზეზი იყო ჰეგემონიის მოპოვება საბერძნეთში, საბაბი კი ის დაპირისპირება, რომელიც ათენსა და მეგარას შორის იყო, სპარტამ ათენს მოსთხოვა კავშირის დაშლა და პერიკლეს გაძევება, თუმცა ათენი არ დასთნხმდა ამ ულტიმატუმს და გამოწვევა მიიღო, რაც , ფაქტობრივად, ომის დაწყებას ნიშნავდა.ისტორიკოსები ომს რამდენიმე ათწლეულად ყოფენ და თითოეულს სიმბოლური სახელწოდება აქვს.ომის პირველი ნაწილი "არქიდამოსის“ სახელითა ცნობილი.არქიდამე მეფე გახლდათ, რომელმაც მაოხრებელი ლაშქრობა მოაწყო ატიკაში.ომის პირველი ნაწილი ძვ.წ 421 წელს დასრულდა დროებითი „ნიკეასის ზავით“ , თუმცა ძვ.წ 418 წელს გაგრძელდა , ამის პარარელურად ათენი სუსტდებოდა, ამის მიზეზი იყო ძვ.წ 411 წელს მომხდარი გადატრიალება, რომელიც ისტორიაში „ოთხასთა ძალაუფლებითაა“ ცნობილი, ათენის უკანასკნელი გამარჯვება ამ ომში გახლდათ საზღვაო ბრძოლა- არგინუსის კონცხთან, სპარტელებმა სპარსელების დახმარებით გაანადგურეს ათენელები. ძვ.წ 404 წელს ათენი დანებდა.
ეს იყო ომი, რომელიც საბერძნეთის შიგნით მიმდინარეობდა, შესაბამისად ათენის დამარცხება ნიშნავდა, საბერძნეთის უკუსვლას, ამიტომ ამ ომს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან ქვეყანა დასუსტდა ეკონომიკურად და ეს მდგომარეობა კიდე უფრო დაამძიმა სოციალურმა კრიზისმა.