NBC: ტრამპი საპოლიციო რეფორმის განხორციელებას გეგმავს

0
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლიციის რეფორმირების რამდენიმე ინიციატივის გატარებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული NBC News ავრცელებს. როგორც ცნობილია, გასატარებელი ღონისძიებების პაკეტი მოიცავს როგორც საკანონომდებლო ინიციატივებს, ასევე სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან უშუალო დირექტივების გაცემას. განსახილველ წინადადებებს შორის მოცემულია პოლიციის მონაცემთა ბაზაში, რომელიც მომხდარი დანაშაულების შესახებ ჩანაწერებს შეიცავს, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ჯერჯერობით დავის საგანს წარმოადგენს პოლიციელთა უფლება, კონკრეტული პიროვნების დასაკავებლად, საჭიროების შემთხვევაში სუნთქვის შემზღუდავი ფიზიკური ზომები გამოიყენოს. შეერთებული შტატების პოლიციის რეფორმის საკითხი აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების და ამ ფაქტის გამო დაწყებული მასობრივი პროტესტის შემდეგ გახდა აქტუალური. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: White House looks to unveil its police reform proposals soon, (09.06.2020), www.nbcnews.com
news
USA
police
reform
mass
protest
headline
0