ინფიცირებულთა კონტაქტები მოძიებულია

0
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 28 კონტაქტი მოიძიეს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ გაავრცელა. "კონტაქტი ყველა მოძიებულია, განმეორებით PCR ტესტებიც ჩატარებულია.ინფიცირებულთა კონტაქტები ოჯახის წევრები და თანამშრომლები არიან. უმეტესობა გადაყვანილია საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება. კონტაქტების მოძიება დასრულებულია, თუმცა კირაჩმუღანლოში მუშაობას ჩვენ მაინც გავაგრძელებთ“ ლაფერაძის განმარტებით, კორნავირუსზე ჩატარებული 28 ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობლი. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში კორონავირუსის ორი შემთხვევა გუშინ, 8 ივნისს დაფიქსირდა. ინფიცირებულები „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლები არიან.
#კორონოვირუსი
#კირაჩ
-მუღანლო
#მარნეული
#marneulidaily
#ახალიამბები
#news
0