სერიული მკვლელები და მათი კლასიფიკაცია

ByGi GaGeorgia
0
სერიული მკვლელების ფენომენი დღემდე შეუსწავლელია და დიდ ინტერესს იწვევს ადამიანებში.
საინტერესოა თუ როგორი ფსიქო ტიპები არიან ისინი ფსიქოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით. 1. ძალაუფლების მოყვარული- ესაა იმ ტიპის მკვლელები რომელთაც სურთ საკუთარი ძალის დემონსტრირება და აქვთ მსხვერპლის დაუფლების, მასზე დომინირების წყურვილი. 2. ჰედონისტები- ისინი კლავენ უბრალოდ სიამოვნების მიღების მიზნით, ისინი მსხვერპლს სიამოვნების მიღების ობიექტად განიხილავენ. 3. ვიზიონერები- ისინი იტანჯებიან ჰალუცინაციებით, თითქოს ვიღაც ან რაღაც ხმა აიძულებთ ამას, ისინი დანაშაულის ჩადენისას საკმაოდ დაუდევრად იქცევიან, ტოვებენ კვალს და დიდად არ ზრუნავენ მის დაფარვაზე. სერიული მკვლელების ეს ფსიქოტიპი ძალიან ახლოსაა ნერვიულ აშლილობიასთან, შიზოფრენიასა და ფსიქოზთან. 4. სექსუალები- ისინი სექსუალურ სიამოვნებას იღებენ მკვლელობისას, ზოგი მსხვერპლთან ინტიმურ კავშირს ამყარებს და მერე კლავს ზოგიც ჯერ კლავს და შემდეგ ამყარებს სქესობრივ კავშირს. ეს უკანასკნელი ნეკროფილიის სახელითაა ცნობილი. ისინი ასევე სექსუალურ სიამოვნებას იღებენ მსხვერპლის წამებით, ცემით ან მოხრჩობით ან გაუპატიურებით. (ჯეფრი დამერი, ანდრეი ჩიკატილო) 5. დისტროიერები- ისინი უბრალოდ ანადგურებენ მსხვერპლს. მისი მთავარი მოტივი არის სხვისი ტკივილის განცდით მიღებული სიამოვნება. 6. მერკანტილური- მკვლელობები ქონების ან რაიმე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. ძირითადად ამ როლში ქალები გვევლინებიან (აილინ უორნესი, ე.წ შავი ქვრივი-ელიზაბეტ მარტა ბლაუენშტაინი) 7. მისიონერები- კლავენ კონკრეტული მიზნით და მიზეზით, მოქმედებენ სამყაროს გაუმჯობესების მოტივით. მათ მსხვერპლებს ძირითადად წარმოადგენენ მეძავები, ჰომოსექსუალები, სხვა მკვლელები, მძიმე დანაშაულებებზე სასჯელმოხდილი ყოფილი პატიმრები, ნარკომანები, უსახლ-კარო მაწანწალები, გონებაშეზღუდულები ან უნარშეზღუდულები, მოხუცები, ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობები და ა.შ. მათი მთავარი მოტივი არის სამყაროს *გაწმენდა* იმ ნაგვისგან რომელიც მათი მსხვერპლის სახით არსებობს. ხშირად ასეთი ადამიანები არ არიან ფსიქიკურად დაავადებულები, არამედ სრულიად საღად აზროვნებენ არიან ცივსისხილანი დაუნდობელი მკვლელები რომლებსაც მტკიცედ სწამთ რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. 8. კანიბალები-ისინი მსხვერპლს ჭამენ და მოკვლის მიზეზიც სწორედ ესაა, ამის მიზეზი რთული ბავშვობა, სადიზმისკენ მიდრეკილება ან ისეთ გარემოში მოხვედრაა სადაც ადამიანს სხვა გზა არ ქონდა გარდა სხვა ადამიანის შეჭმისა გადარჩენის მიზნით, ასეთ დროს ხდება კანიბალიზმის ნორმად ქცევა ასეთი ადამიანები თავს არ ადანაშაულებენ საკუთარ ქმედებებში არამედ პირიქით მათ ეს *ნადირობა* ჰგონიათ ცხოვრებას ისე უყურებენ როგორც ჯუნგლების კანონს-შეჭამე ან მოკვდი, ამიტომ კანიბალიზმი არა მარტო სასიამოვნო არამედ საკუთარი თავის გადარჩენის გზადაც განიხილავენ. (ჰანიბალ ლექტერი, ალბერტ ფიში) 9. ვამპირები-სერიული მკვლელების ეს კატეგორია მსხვერპლის სისხლს სვამს რადგან თავი უკვდავი ან ვამპირი ჰგონია, ზოგი ამას სიამოვნების მიზნით აკეთებს, ზოგს გულწრფელად სჯერა რომ ამით ახალგაზრდობას შეინარჩუნებს. (ელიზაბეტ ბატორი, ჯეფრი დამერი) ახლა კი გთავაზობთ სერიული მკვლელების ათეულს 10- ედ გეინი
სხეულების გამტყავებელი, ე.წ ტყავის სახე, მისი პერსონაჟის მიხედვით გადაიღეს ისეთი ცნობილი ფილმები როგორიცაა ფსიქო, ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით, კრავთა დუმილი (პათოლო ბილი) 9) ტედ ბანდი-ნეკროფილი ჰედონისტი (ქარიზმატული მკვლელი)
მისი მსხვერპლის რიცხვი დაუდგენელია სავარაუდოდ +30 თუმდა ვარაუდობენ რომ შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი მეტიც ყოფილიყო. 8) ჯონ ვეინ გეისი-პოგო კლოუნი.
იგი თინეიჯერ ბიჭებს აუპატიურებდა და შემდეგ კლავდა, ხოლო გვამებს სახლის ეზოში მარხავდა. მსხვერპლის რიცხვი-აღიარებული 33 სავარაუდოდ 40. 7) ანატოლი ონოფრენკო-
ვიზიონერი მკვლელი რომელიც ამტკიცებდა რომ ამას ხმები აიძულებდნენ. მოკლა 52 ადამიანი. უკრაინაში შვიდწლიანი მკვლელობების სერია მისი დაკავებით დასრულდა. მიესაჯა სიკვდილით დასჯა მაგრამ შემდგომ იგი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 6) ანდრეი ჩიკატილო-როსტოველი ყასაბი.
მსხვერპლისი რიცხვი- 56. თორმეტი წლის მანძილზე მან გააუპატიურა და მოკლა 53 ქალი და ბავშვი. იგი სექსუალურ სიამოვნებას განიცდიდა მკვლელობის დროს. 1994 წელს სიკვდილით დასაჯეს. 5) გარი რიჯვეი-მდინარის მკვლელი.
მხატვარი რომელმაც მოკლა 90 ქალი. იგი ცნობილი იყო თავის სისასტიკით და ძალადობით. კლასიფიკაციის მიხედვით დისტროიერი. გვამებს მდინარის პირას ტოვებდა ამიტომ მდინარის მკვლელი უწოდეს. მან სასამართლოზე თქვა რომ ეს მისთვის ხელოვნება იყო. 4) ჯავედ იქბალი- მსხვერპლის რიცხვი დაახლოებით 100. მისი მსხვერპლი თინეიჯერი ბიჭები იყო. იგი ჯერ მათ აუპატიურებდა და შემდეგ კლავდა. იგი ბავშვების ცხედრებს მჟავით ანადგურებდა. მისი მსხვერპლების დიდ რაოდენობას მათი ფოტოები და პირადი ნივთებიც ადასტურებს რომლებსაც ინახავდა. 2001 წელს მან ოფიციალური ვერსიით ციხეში თავი ჩამოიხრჩო. 3) ჰაროლდ ჩეპმენი-(ექიმი სიკვდილი-doctor death) მსვერპლის რიცხვი აღიარებული 218, სავარაუდო რიცხვი 250+
ეს სანდომიანი სათვალეებიანი ექიმი მსხვერპლს დიამორფინის ზედმეტ დოზებს უკეთებდა და ე.წ პაციენტები ხელში აკვდებოდა. შემდეგ მათ ანკეტებს აყალბებდა და არწმუნებდა ხალხს რომ პაციენტს სუსტი ჯანმრთლობა ქონდა. დააკავეს 2000 წელს. 2004 წელს ციხეში თავი ჩამოიხრჩო. 2) პედრო ალონსო ლოპესი-
მსხვერპლის რიცხვი აღიარებული 110, სავარაუდო რიცხვი 310 დან 350 მდე. მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი და საშიში მანიაკი. პედოფილი. იზიდავდა 8- 12 წლამდე გოგოები. ჯერ აუპატიურებდა, შემდეგ კლავდა. დააკავეს 1980 წელს. დაუმტკიცეს და უღიარეს 110 გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა, მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს ციფრი 350 ზე მეტია. იგი 1998 წელს პატიმრობიდან გაანთავისუფლეს! დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 1) ლუის ალფრედო გარავიტო კუბილოსი- მსხვერპლის რიცხვი დადასტურებული 138. არაოფიციალური სავარაუდო მსხვერპლის რიცხვი 400+ მან 1999 წელს აღიარა 138 ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა. თუმცა ვარაუდობენ რომ მისი მსხვერპლის რიცხვი ბევრად მეტია და ის 400 ს აჭარბებს. კოლუმბიის კანონით მას შეუძლია მოიხადოს 30 წელი ციხეში. მაგრამ რადგან ითანამშრომლა გამოძიებასთან ეს ციფრი 22 წლამდე ჩამოუყვანეს. ბოლოს კი მინდა კიდევ ერთი უცნობი ადამიანის შესახებ დავწერო ესაა გრაფინია ელიზაბეტა ბატორი.
მისი სახელი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე საზარელი ქალისა რომელიც ქალწული მოახლეების სისხლში იღებდა აბაზანებს. იგო უნგრეთში მე XVl-XVIl საუკუნეებში ცხოვრობდა და იყო უმდიდრესი ადამიანი იმ ეპოქაში. არსებობს ვარაუდი რომ მან მოკლა 600 ზე მეტი გოგონა. მათი სისხლისგან კი აბაზანებს იღებდა რათა ახალგაზრდული იერი არ დაეკარგა.
იყო ცნობილი მხატვრის კარავაჯოს საყვარელი. მეორე ვერსიით მას ეს დანაშაულები დააბრალეს, მეფის ბრძანებით ჩამოართვეს მთელი ქონება და სიცოცხლე თავისივე სასახლის კოშკში სრულიად მარტომ დალია. ისტორიაში ელიზაბეტ ბატორი შევიდა როგორვ ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი ქალი.
ByGi GaGeorgia
0