ინდური IT კომპანია ჰაკერულ საქმიანობას პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ინვესტორების წინააღმდეგ ეწეოდა

0
ტორონტოს უნივერისტეტის Citizen Lab-ის უსაფრთხოების მკვლევარებმა ინდური IT კომპანია BellTroX InfoTech ჰაკერულ საქმიანობაში ამხილეს. როგორც ირკვევა აღნიშნული IT კომპანია ჰაკერულ საქმიანობას Dark Basin-ის სახელით აწარმოებდა და ანაზღაურების სანაცვლოდ კომერციულ კიბერშპიონაჟს ეწეოდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ინვესტორების, ბანკირების, კომპანიების მმართველების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა პირთა წინააღმდეგ (ე.წ. hackers-for-hire სერვისი). Citizen Lab-ის სპეციალისტებმა კვლევა 2017 წელს ჟურნალისტის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს, რომელსაც ჰაკერებმა ე.წ. URL shortener-ის მეშვეობითა და ფიშინგის გამოყენებით გარკვეული მონაცემები მოპარეს. შემოკლებული ლინკის თვისებაა გენერირებისას shortcode-ების გამოყენება, რომლის გამოთვლაც შესაძლებელია. ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევარებმა დამატებით 28 000 მსხვერპლის მონაცემებს მიაგნეს. ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ BellTroX-ის მფლობელი სამიტ გუპტა 2015 წელს "hackers-for-hire" სერვისის სქემაში მონაწილებისთვის იყო ბრალდებული. Citizen Lab-მა ასეულობით მომხმარებელს შეატყობინა, რომ ისინი ჰაკერული შეტევის მსხვერპლნი იყვნენ. მათ ასევე მიმართეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს. მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა. პარალელურად Dark Basin-ის საქმიანობის შესახებ კიბერუსაფრთხოების კომპანია NortonLifeLock ცალკე აწარმოებს გამოძიებას სახელწოდებით "Mercenary Amanda". წყარო: CyberHouse
news
0