თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ წაღებულია თანხა, დაახლოებით 3 500 ლარი. ემერჯენსის განყოფილებაში ჩამსხვრეულია მინები. 'დაახლოებით 5:30-წუთზე ორი მამაკაცი იარაღის მუქარით ითხოვდა კარის გაღებას, მოახდინეს სამი გასროლა, რის შედეგადაც დაზიანდა კლინიკის ქონება. შემოიჭრნენ შენობაში და წაიღეს თანხა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კლინიკა აგრძელებს მუშაობას'-აცხადებენ ჰოსპიტალში. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.