პრემიერი - “მოქალაქეების ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა დესტრუქციულმა ძალამ”

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

„ ვლადიმერ პროზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ დაურღვევია, ის ხშირად სტუმრობს საქართველოს. საზოგადოების ერთმა ჯგუფმა პროტესტი გამოხატა, რითაც ისარგებლა დესტრუქციულმა ძალამ- 'ნაციონალურმა მოძრაობამ'“ - ასე შეაფასა პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი მთავრობის სხდომის დაწყების წინ ქვეყნის პრემიერმა.