პირველი ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელსა და 3 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელსა და სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასწავლო დაწესებულებაში მომუშავე პედაგოგებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ. სკოლა ორი კვირით დახურულია. სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის მოადგილის, ქეთი მიქანაძის თქმით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო მოსწავლეები ვერ იქნებოდნენ, რადგან ისინი სკოლაში არ დადიოდნენ. სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.