სოფო კილაძემ პატიმრები სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა

Tbilisi Daily

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა. კილაძე, ასევე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. „პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პირებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მათი უფლებები დაცულია ყველა მიმართულებით. მინდა დავამშვიდო მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, პენიტენციური სისტემის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ძალიან კარგად ზრუნავენ მათზე. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს რომლების კარანტინის პირობებში საკუთარ ოჯახებს მოწყდნენ და ზრუნავენ პატიმრებზე. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დის პატივისცემას"-, აღნიშნა დეპუტატმა. გლდანის #18 -ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ამ ეტაპზე 115 ადამიანი მკურნალობს. #სოფოკილაძე #სამკურნალოდაწესებულება #პატიმრები #tbilisidaily