ხანძარი გაგრაში

0
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ გაგრაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. როგორც დე ფაქტო უწყებაში ამბობენ, სამი დღის წინ დაწყებული ხანძარი ფსოუ-ენგურის გზატკეცილამდე ჩავიდა. დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძარი გზატკეცილის გასწვრივ 4 კილომეტრზე გადაიჭიმა. გართულებული სიტუაცია კი სანატორიუმი მოსკოვის გარშემო შეიქმნა, სადაც ცეცხლის შეკავება მოხერხდა. დე ფაქტო სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ხანძრის მიზეზი სანატორიუმთან ქვების ცვენა გახდა, რომელმაც გაგრის შესასვლელში გზატკეცილი ჩახერგა. ხანძარს ებრძვიან გალის რაიონშიც, სადაც ცეცხლი რამდენიმე სოფელს არის მოდებული. როგორც ოკუპირებული რეგიონის უწყებებში აღნიშნავენ, საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არაა. თუმცა ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ცეცხლი სახლებსა და ბაღებზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ, რადგან ამან შეიძლება ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტრო. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა
0