უკრაინელი ბლოგერი, რომელსაც ვირუსის არსებობის არ სჯეროდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

33 წლის უკრაინელი ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორი, რომელსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, COVID-19-ით გარდაიცვალა, ამის შესახებ The Independent წერს. სტუჟუკმა სამი დღის წინ "ინსტაგრამზე" პოსტი განათავსა, სადაც მის 1.1 მლნ ფოლოუერს ინფიცირების შესახებ ამცნო. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსით თურქეთში დაავადდა და ტესტი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ გაიკეთა. "მე ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც კორონავირუსის არ სჯეროდა, ვიდრე არ დავავადდი,"- დაწერა სტუჟუკმა და ასევე, აღნიშნა, რომ ვირუსი საკმაოდ მძიმე იყო.