6 იანვარს ბათუმში კორონავირუსით 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა ბაუ-ში 12 დეკემბერს შეიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
''ფილტვის დაზიანების ინდექსი კომპიუტერული კვლევის შედეგად უკვე ჰქონდა 18-20. (მაქსიმუმი 24-ია). რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე გარდაიცვალა. თანმხლები დაავადება - ჭარბი წონა'', უთხრეს აჭარის მაუწყებელს კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში