უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კორონავირუსით დაინფიცირდა

Tbilisi Daily

უკრაინის პატრიარქი, ფილარეტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ის საავადმყოფოშია. მას გეგმიური ტესტის შედეგად COVID-19 პარასკევს დაუდასტურდა. ექიმებმა თქვეს, რომ 91 წლის სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფილარეტის ხელმძღვანელობით უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.