სტიქიის შედეგად შექმნილი პრობლემები სამეგრელოში.

Zugdidi Daily

უხვმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს მხარეში, კერძოდ ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციპალიტეტში. ფოთში დაიტბორა ქუჩები, წვიმის წყალი ჩავიდა მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობის ბინებში. ქალაქში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური. სისტემატურად იწმინდება სანიაღვრე არხები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ზარალი. პარალელურად მიმდინარეობს სტიქიის გამო მიყენებული ზარალის დათვლა. ჩხოროწყუში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები , ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. წალენჯიხაში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ჩამოშლილია ხიდ-ბოგირები, ზოგან მეწყერიც ჩამოწვა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე ოჯახის სახურავიც დააზიანა. მარტვილში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ასევე დაზიანდა ხიდ-ბოგირები. სტიქიის ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, არსებულ ვითარებას და გაწმენდითი სამუშოების მიმდინარეობას გაეცნენ. #ფოთი #ჩხოროწყუ #წალენჯიხა #მარტვილი #სამეგრელო #სტიქია #ძლიერიწვიმა #უხვინალექი #პრობლემები #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com