ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

Sokhumi Daily

აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ბრძანების მიხედვით, კორონავირუსზე ტესიტრება ყველა დეპუტატმა ჩაიტარა. ე.წ პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სპუტნიკ აფხაზიას“ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთი დაინფიცირებულის შესახებ სააგენტოსთან საუბარში ე.წ. „პარლამენტის სპიკერმა“ ვალერი კვარჩიამ დაადასტურა, თუმცა ინფიცირებული დეპუტატის ვინაობა არ დაასახელა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი ლევონ გოლუსტიანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით გაკვირვებულია. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 63 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 პაციენტი გარდაიცვალა. #კორონავირუსი #აფხაზეთი #პოლოტიკა #sokhumidaily