საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.
Zugdidi Daily
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-19 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ასევე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
25 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1429 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 1137 პირი. გარდაცვლილია 19 პაციენტი
#საქართველო #კორონავირუსი #ახალიშემთხვევა #გარდაცვლილიპაციენტი #ახალიმონაცემები #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com