ინციდენტი ზუგდიდში - მამუკა ხაზარაძე “ქართულ ოცნებას” პროვოკაციაში ადანაშაულებს

Zugdidi Daily

“ლელო - საქართველოსთვის თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც მან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. მამუკა ხაზარაძემ დაასახელა სამი პირი, რომელთა შორის ზუგდიდის მერიის თანამშრომლები არიან. მისი თქმით, ისინი “ქართული ოცნების” დავალებით პროვოკაციის მოწყობას ცდილოდბნენ. დაპირისპირება გუშინ, 9 სექტემბერს მოხდა. “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე რამდენიმე პირი მივიდა, მათ ხაზარაძესთან, როგორც ბანკირთან ჰქონდათ პრეტენზიები. “ ქართული ოცნების” შტაბში განაცხადეს, რომ ინციდენტის მონაწილე პირები ეროვნული მოძრაობის წევრები არიან და ისინი “ქართული ოცნებისგან” დავალებებს არ იღებენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ლელო #ქართულიოცნება #zugdididaily