შეიკარით თმა! - რეკომენდაციები აბიტურიენტებს

0
ეროვნულ გამოცდეზე შეიკარით თმა! - ასეთია გამოცდების ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია. "გვაქვს ერთი რეკომენდაცია, რომელსაც შეიძლება აბიტურიენტმა ყურადღება არ მიაქციოს, გრძელი თმის შემთხვევაში, თმა აუცილებლად უნდა შეიკრან" - განაცხადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოცდო სივრცეებში კონდიციონერები გამოცდის დაწყებამდე ჩაირთვება. „სანამ აბიტურიენტები საგამოცდო სივრცეში შემობრძანდებიან მანამდე გვაქვს უფლება, რომ კონდიციონერი ჩავრთოთ. კონდიციონერი ყველა საგამოცდო ცენტრშია დამონტაჟებული, სრულ მზადყოფნაშია, თუ რეკომენდაციები შემსუბუქდა და მათი ჩართვის საშუალება მოგვეცა, რა თქმა უნდა, პროცესის დროსაც ჩავრთავთ. მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ ჩაირთვება და აბიტურიენტებს გაგრილებული გარემო დახვდებათ“, - განაცხადა გორგოძემ. მისივე თქმით, აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე სახლში დამზადებული პირბადითაც გამოცხადდეს. „აბიტურიენტებს ჩვენ პირბადეს დავახვედრებთ, მაგრამ იქნებ მათ სხვანაირი უფრო მოსწონთ, წინასწარ შეარჩიონ ყველაზე მეტად რომელსაც შეეგუებიან, ის მოიტანონ. სახლში შეკერილიც რომ იყოს, ამის უფლებაც აქვთ. ბევრი ნივთი არ წამოიღონ, გვაქვს კიდევ ერთი რეკომენდაცია და შეიძლება აბიტურიენტებმა ყურადღებით არ ნახონ - გრძელი თმის შემთხვევაში, თმა აუცილებლად უნდა შეიკრან“, - აღნიშნა გორგოძემ. გამოცდები უსაფრთხოება თმა
tbilisidaily
0