გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
Tbilisi Daily
მცხეთაში, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები უწვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობს მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.