საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციაstopcov.ge-ზეცოტა ხნის წინ განახლდა. 28 აგვისტოს მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1455 გახდა.
ექვსით გაიზარდა ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის 1196-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ252 ადამიანი.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.