სურსათზე და თამბაქოზე ფასები გაიზარდა
Tbilisi Daily
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები
ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
🔹 ზეთი და ცხიმი 7.2%
🔹 ბოსტნეული და ბაღჩეული 5.3%
🔹 რძე, ყველი და კვერცხი 2.7 %
ამასთან ფასების კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე -9.7%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ფასები მომატებულია 5.4 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაზრდილია:
🔹 ფეხსაცმელი 8.6%
🔹 ტანსაცმელი 3.2%
ჯანმრთელობის დაცვა
ჯგუფში ფასები მომატებულია 1.2%-ით, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
🔹ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე 2.9%
ტრანსპორტი
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 %-ით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
🔹 ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.2% დ
🔹 სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 0.3%
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები
ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
🔹 ზეთი და ცხიმი 17.3%
🔹 ყავა, ჩაი და კაკაო 13.6%
🔹 თევზეული 10.3%
🔹 პური და პურპროდუქტები 7.8%
🔹 რძე, ყველი და კვერცხი 6.0%
🔹 შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 4.5%
🔹მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 4.2%
🔹 ხორცი და ხორცის პროდუქტები 3.5%
🔹 ბოსტნეული და ბაღჩეული 2.2%
🔹 ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -3.2 პროცენტი%
ჯანმრთელობის დაცვა
ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 %-ით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ფასები გაიზარდა:
🔹 სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 13.5%
🔹 ამბულატორიული სამედიცინო მომსახურეობა 11.8 %
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო
ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა:
🔹თამბაქოს ნაწარმი 13.5%
🔹 ალკოჰოლური სასმელები 5.1 %
ტრანსპორტი
ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 %-ით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:
🔹პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია -8.0 %
🔹 სატრანსპორტო მომსახურება -4.2 %
🔹 ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 5.1%