24 votes
0 comments
0 shares
Save
5 views
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago

ოძეკი რჩება ოძეკად!✊🏼

#ტოჩინოშინი
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tin Tin
Tbilisi · 1 year ago
ტოჩინოშინი ოძეკია! 🎉🎉🎉😄
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
რამდენიმე თვის წინ “ერისიონის” ხელმძღვანელთან, ბ-ნ ჯემალ ჭკუასელთან მქონდა ინტერვიუ. იმ სტატიას ასე დავარქვი - თუ გინდათ საქართველოს გაცნობა, დაესწარით “ერისიონის” კონცერტს. ახლა ვფიქრობ, რა სწორად შემირჩევია სათაური. მას შემდეგ ვესწრები მათ კონცერტს და ენით აღუწერელი რამ მემართება. ჯერ ხომ ეს, მართლაც რომ, დალოცვილი ქართველები ისეთს აკეთებენ, სისხლი მეყინება. სიამაყით ვივსები, რომ ამ ქვეყნისა და ასეთი კულტურის მატარებელი ქვეყნის შვილი ვარ. მბურძგლავს და ჩემდაუნებურად თვალებზე ცრემლი მადგება. დღეს გაიმართა “ერისიონის” მორიგი კონცერტი და ეს ვიდეოკოლაჟიც თქვენთვის ავაწყვე. გვერდით უცხოელი მეჯდა და თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დამინახა, კინაღამ გულში ჩამიკრა. ისიც ყოველი ნომრის დასრულების შემდეგ, აღფრთოვანებული იძახდა, თუ რა მაგრები ვიყავით. მაგრები ვართ, კარგები ვართ და ღმერთს მადლობა, რომ ქართველები ვართ!❤️✊🏼🇬🇪 #ერისიონი❤️
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
დამეთანხმებით ალბათ, რომ წვიმას სოფელში უფრო აქვს მუღამი. სახურავის ხმა რომ გესმის, ასწორებს... მაგრამ, ქალაქში, სადაც ცა არ ჩანს, და ყველა სასარგებლო ხმა ჩახშულია, მაინც იმედია, რომ წვიმს... წვიმანებისა!
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 6 months ago
რომელი ხართ ქართველი ე, მანდ კამპ ნოუზე? დროშას რომ აფრიალებთ🇬🇪
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 4 months ago
ჯგალში ხანძარია
📍ჯგალში, ლეხარჩილეს უბანში ხანძარია. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო. 🚒 ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. 🖇 აღსანიშნავია, რომ მიქავაში ცეცხლი ლოკალიზებულია.
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
ჩემი ბიძაშვილი გაბრაზებული შემოდის ოთახში და მეუბნება - ხომ შეეძლო ამ რუსთაველს თამარისთვის ერთი მიყვარხარ ეთქვა და ამხელა პოემა არ დაეწერაო. ჩვენც დავისვენებდით და შოთაცო🙈😁
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 1 year ago
- მაშინ, როდესაც ვიცოდი, რომ დღეს აქცია უნდა გამეშუქებინა, ტელეფონი მომიკვდა. - "მარშელების" მიერ ჩემ ჟურნალისტად ვერ/არ აღქმაზე აღარ ვიტყვი. - "ცხელი" ნიუსი უნდა დამედო და ინტერნეტი მინელდა, მერე კომპი გაითიშა და სანამ გონს მოვიდა, ამბავი "გაცივდა". - გადავედი საცოდავ ბუკზე, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა მათხოვა და იქაც ჯერ "ქრომმა" გამომაგდო, მერე ეგეც კომაში ჩავარდა. ამასობაში მეორე ნიუსიც "გაცივდა". - ხან პერსონალურთან მივირბენ და კიდევ რაღაცები ემართებოდა (ახლაც), ბუკს შევხედავ და გაშეშებულია (ეგეც ახლაც). - აქეთ მეზობელი დრელით, კედელთან ერთად, ისედაც გაცრეცილ ჩემ ნერვებს მიგლეჯს და იქით კიდევ, დისკოთეკა აქვთ მეზობლის სადაქალოს გამართული. - და Feedc-მაც “თქვენი ადგილმდებარეობა ვერ მოიძებნაო” და ამხელა პოსტი წამიშალა. დედაჩემი კიდევ შოკოლადით მამარაგებს და ნერვების დაწყნარებისკენ მომიწოდებს. მაგრამ ჩემი ნერვული სისტემა უკვე დაშლილია მარტივ მამრავლებად... #აღარშემიძლია!
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 4 months ago
მოკლედ. ნეტა, მასწავლებლებს გადაედოთ; სწავლა გადაიდოს და მისთ. ღლიცინები, არასწორია. არასწორია სოც.ქსელებში შექმნილი პოსტგანგაშიც. და საერთოდ, ყველაფერი "საღადაო" არაა.#დაოკდითდა კიდევ. ინფექციურში გადაჰყავთ ადამიანი და ყოველგვარი დამცავი საშუალების გარეშე რომ მივარდები კომენტარის ჩამოსართმევად, საშინელებაა. ასეთი ჟურნალისტი დგას მერე და მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, არ გაეკაროთ დავირუსებულს და თავი დაიცავითო. მე მის ადგილას მოშორებით დავდგებოდი, ოპერატორს კადრებს შორიდან ავაღებინებდი და დავძენდი: მაყურებელს შევახსენებ, რომ ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა დავიცვათ წესები. ამიტომაც, მე და ჩემი ოპერატორი, უსაფრთხოების მიზნით, 1 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ვერ მივუახლოვდებით სასწრაფოს, რომელშიც, სავარაუდოდ, დაინფიცირებული ადამიანია მოთავსებული... #opinion
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 7 months ago
📕 "შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ" "ფრანით მორბენალის" კითხვა რომ დავიწყე, ალმაცერად ვუყურებდი, ესეც მალე მომბეზრდება და ბოლომდე არც წავიკითხავთქო, გავიფიქრე. ალბათ, იმიტომ, რომ უმეტესობა თანამედროვე მწერლების ნაწარმოებისა მარტივი, დაჯღაბნილი მგონია. აი, ისეთი, რომ იფიქრებ, მაგას მეც დავწერდიო. დავიწყე და ისე გამიტაცა, როგორც არასდროს არც ერთმა წიგნმა! სწორედ "ფრანით მორბენალის" კითხვისას მივხვდი, რას ნიშნავს წიგნმა მოგანიჭოს თავისუფლება, ზღვა ემოცია... იმდენად ემოციურადაა დაწერილი, რომ, ფაქტობრივად, მეც ვიცხოვრე იქ, მეც მტკიოდა, მწყინდა, ვბრაზდებოდი... წიგნში ჩაყვინგული, რომ ამოვყვინთავდი, გული გამალებით მიცემდა ხოლმე... გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხოთ, წინ გელით უზარმაზარი ბედნიერება და სიამოვნება❣ P.s ვერ ვუყურე ფილმს და ალბათ, არც ვუყურებ, რადგან ჩემმა წარმოსახვამ ყველაზე კარგად გადაიღო! #opinion
Tako Kvaratskhelia
Tbilisi · 4 months ago
ისეთი კარგი ამინდია, რომ ვიცოდე გარეთ გასვლა და კორონა შემეყრება, მაინც გავიდოდი. იმდენ ხანს ვიჯექი მზეზე და მერე ისე "ხოშიანად" ვითამაშე ფეხბურთი, და მე არ მინდა სხვა ნეტარება😍 #opinion #არაპანიკას