ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
Headline
ოფიციალური მონაცემებით, კოროანვირუსის პირველი შემთხვევები ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ გლობალურ პანდემიად იქცა.
რესპირატორული დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელება ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ხდება და დღევანდელი მოცემულობით მსოფლიო ეპიდემია 185 სახელმწიფოს მოიცავს.
ჯანდაცვის სპეციალისტების უმთავრესი რეკომენდაციას ფიზიკური დისტანციის დაცვა და აუცილებელი მიზეზის გარდა, გარეთ გასვლისგან თავის შეკავება წარმაოდგენს.
ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით უკვე 3 მლნ. ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 220 000-ზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
აღნიშნულის მიხედვით, გლობალურ დონეზე მოიპოვება რამდენიმე სახელმწიფო, სადაც ჯერჯერობით კორონავირუსის „არცერთი“ შემთხვევა დაფიქსირებულა. ესენია:
კომოროსი, კირიბატი, ლესოტო, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, ჩრდილოეთ კროეა, პალაუ, სამოა, სოლომონის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ და ვანუატუ.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: Which countries have not reported any coronavirus cases? (30.04.2020), www.aljazeera.com
#coronavirus
#countries
#free
#covid19
#headline