ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროგრამა გაფთოვდება 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩებაპრობლემურ საკითხად და მთავრობა გეგმავსონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. „მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტის ახალი ინიციატივა. ეს გახლავთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ რჩებაპრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყოონკოდაავადებათამკურნალობა, რადგან იქ მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაცსიმსიმნითგამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დღეისთვის ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამის 8 000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესადმნიშვნელოვანი მხარდაჭერა.ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.