პანდემიის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება
Tbilisi Daily
კორონავირუსის პანდემიის გამო, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება
. როგორც წესი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში იანვარში იმართება.
„აღნიშნული გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, რადგან პოსტკორონავირუსის ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერების ერთად შეკრება და კრიზისიდან გამოსვლის გზების პოვნა. თუმცა, ექსპერტების რჩევა იყო, რომ ფორუმის იანვარში ჩატარება უსაფრთხო არ იქნებოდა“, - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განცხადებაში.
#ბიზნესი
#ახალიამბები