რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა

Tabula

რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ახალგაზრდა კლინიკა რუსთავის რეანიმაციულ განყოფილებაში 10 დეკემბერს შეიყვანეს. როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, მისი მდგომარეობა მაშინვე კრიტიკულად შეფასდა. გარდაცვლილს ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული. http://www.tabula.ge/ge/story/184256-rustavshi-koronavirusit-29-tslis-mamakaci-gardaicvala-mas-tanmxlebi-daavadebebi-ar